Получи случайную криптовалюту за регистрацию!

nlevshitskartuli

Логотип телеграм канала @nlevshitskartuli — nlevshitskartuli N
Логотип телеграм канала @nlevshitskartuli — nlevshitskartuli
Адрес канала: @nlevshitskartuli
Категории: Telegram
Язык: Русский
Количество подписчиков: 454

Рейтинги и Отзывы

2.50

2 отзыва

Оценить канал nlevshitskartuli и оставить отзыв — могут только зарегестрированные пользователи. Все отзывы проходят модерацию.

5 звезд

0

4 звезд

1

3 звезд

0

2 звезд

0

1 звезд

1


Последние сообщения 2

2023-05-15 18:25:43 საქართველომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს 17 მაისიდან ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.
ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განაცხადა. ეს არის პირველი რუსული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოში ფრენის ნებართვა მიიღო 2019 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც რუსული მხარის მიერ საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ფრენები რუსული Sukhoi Superjet-ით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რუსული Azimuth საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არის და მას შეუძლია თბილისში ფრენა.
11 მაისს ვლადიმერ პუტინმა გააუქმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვა და მისი მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაცემის შეზღუდვა.
119 views15:25
Открыть/Комментировать
2023-05-15 13:39:10
თბილისის ცენტრში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძარი სანაპიროზეა, ბილტმორის სასტუმროს უკან.
ადგილზე უკვე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.
145 views10:39
Открыть/Комментировать
2023-05-15 10:56:00 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე რუსული ავიაკომპანიისგან მიიღო განაცხადი ქვეყნებს შორის რეგულარული ფრენების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ყველა განაცხადი და ავიაკომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტი იქნება დეტალურად შესწავლილი სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მათი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის საგანზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ პირდაპირი საჰაერო წვდომა რუსეთის ფედერაციასთან.
გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ავიაკომპანიების და მათი თვითმფრინავების ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შესწავლის შემდეგ საერთაშორისო სანქციებთან ან შეზღუდვებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიცემა ფრენის ნებართვა.
154 views07:56
Открыть/Комментировать
2023-05-14 19:58:45
15 მაისს თბილისის კინოთეატრი ამირანი უმასპინძლებს ქართული კინოს მარათონს, რომელიც 115 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ თარიღის საპატივცემულოდ ნაჩვენები იქნება კლასიკური და ახალი ფილმები, ქართულად ინგლისური სუბტიტრებით.
განრიგი:
19:00 "ქეთო და კოტე" (კომედია 1948 წ.)
20:00 "სამი სახლი" (მელოდრამა 2008 წ.)
20:00 "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" (დრამა 2021 წ.)
20:00 უძინართა მზე (კრიმინალური დრამა 1992 წ.)
21:00 "ერთი ნახვით შეყვარება" (კომედია 1978 წ.)
შესვლა უფასოა, მაგრამ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
191 views16:58
Открыть/Комментировать
2023-05-14 16:20:29
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი (1971, 1998, 2000 და 2001 წლებში დაბადებული).
აიძულებდნენ ბავშვებს მათხოვრობას დავაჭრობას ბათუმისა და თბილისის ქუჩებში, მიღებულ შემოსავალს კი ართმევდნენ. ბავშვებზე ხშირად ძალადობდნენ და სჯიდნენ.
ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვიდეოში - ჩვეულებრივი დღე ბათუმში, სადაც ზაფხულში ქუჩებსა და ბულვარებში არასრულწლოვანი მათხოვრების რიცხვი რამდენჯერმე იზრდება. ისინი აგრესიულად ავიწროებენ გამვლელებს, იპარავენ საფულეებს, ტელეფონებსა და სხვა ნივთებს.
177 views13:20
Открыть/Комментировать
2023-05-14 15:19:03
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
90 კგ-მდე წონით ფინალურ ორთაბრძოლაში ის კიდევ ერთ ქართველ სპორტსმენს შეხვდა. ლაშა ბექაური იმედოვნებდა, რომ ოლიმპიურ ტიტულს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაემატება. მაისურაძემ ბრძოლის მეშვიდე წუთზე მოახერხა "ვაზა-არის" შეფასებისთვის გამარჯვების მიღება. ამ გამარჯვებამ ემოციების მოზღვავება გამოიწვია, როგორც ტატამზე, ასევე ტრიბუნაზე.
"როდესაც გავიგონე, რომ გამომიცხადეს მსოფლიო ჩემპიონად, მაშინვე ვერ დავიჯერე. ამის შეგრძნებას დრო სჭირდება. დოჰა ფანტასტიკური ადგილია და არასოდეს დამავიწყდება ეს გამარჯვება და ეს ემოციები", - განაცხადა მაისურაძემ.
178 views12:19
Открыть/Комментировать
2023-05-14 11:14:01 ქუთაისში ძაღლების ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ერთ შემთხვევაში დაავადება შინაურ ცხოველს დაუდგინდა, მეორეში კი - ქუჩის ცხოველს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულ ცხოველებთან შეხება 18 ადამიანს ჰქონდა. შესაძლებელია ქალაქში კარანტინის გამოცხადება.
ძაღლებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა. მარტში, 7 გამოვლენილი შემთხვევის შემდეგ, რაჭაში კარანტინი გამოცხადდა, აპრილში კი მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა.
192 views08:14
Открыть/Комментировать
2023-05-13 20:53:41
არჩევნები თურქეთში. ერდოღანის ბოლო გასეირნება?

თურქეთი დიდი არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნებზეა დამოკიდებული რეგიონის და თვითონ თურქეთის მომავალი კურსი.

ვიდეოში დეტალურად არის განხილული მიმდინარე მოვლენების ქვეტექსტები, კანდიდატების შეხედულებები და შესაძლებლობები.

ბმული:

237 views17:53
Открыть/Комментировать
2023-05-13 19:12:58
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში: ვინ სტუმრობს მუზეუმს?
2019-2020 წლებში რუსეთი ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო, 2021 წელს მას პოლონეთმა გადაუსწრო, 2022 წელს კი ტაილანდმა.
მთელი 2022 წლის განმავლობაში მუზეუმს ეწვია 89806 ადამიანი, აქედან:
ტაილანდი - 9 536
რუსეთი - 8 310
ისრაელი - 6185
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, სტალინის მუზეუმით დაინტერესებულთა შორის დომინირებენ პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გორის სახელმწიფო მუზეუმს 22 928 ვიზიტორი ეწვია: მათგან 20 706 უცხოელია, 2 222 საქართველოს მოქალაქე.
საინტერესოა, როგორ ითვლიან, თუ შესასვლელში პასპორტს არავინ მოითხოვს.
243 views16:12
Открыть/Комментировать
2023-05-13 11:22:39 საქართველოს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლაში დაადანაშაულა.
ერთობლივ მიმართვაში ისინი საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე წერენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოკრატიულად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რათა დავიცვათ საქართველო საერთაშორისო იზოლაციისგან და რუსეთის ხელყოფისაგან თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტზე, რათა ისტორიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შეუქცევად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზას.
საქართველოს ხელისუფლება იტყუება, რომ პუტინის რეჟიმთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირების გასაძლიერებლად. ფაქტია, რომ „რუსული ოცნება“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლისა და რუსული ავტორიტარიზმის დამკვიდრების ფინალურ ეტაპზე დგას. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა თქვას ერთად და ხმამაღლა: არა მტერთან თანამშრომლობას, არა რუსეთის ხელისუფლებას, ერთად ევროპისკენ!
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო საქართველოსთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; "ელენე ხოშტარია - დროა"; "კანონი და სამართალი". (53 დეპუტატი 150-დან).
299 views08:22
Открыть/Комментировать