Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რამდე | nlevshitskartuli

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე რუსული ავიაკომპანიისგან მიიღო განაცხადი ქვეყნებს შორის რეგულარული ფრენების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ყველა განაცხადი და ავიაკომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტი იქნება დეტალურად შესწავლილი სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით მათი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის საგანზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აქვთ პირდაპირი საჰაერო წვდომა რუსეთის ფედერაციასთან.
გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ავიაკომპანიების და მათი თვითმფრინავების ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შესწავლის შემდეგ საერთაშორისო სანქციებთან ან შეზღუდვებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გაიცემა ფრენის ნებართვა.