Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანებით ვა | nlevshitskartuli

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანთა ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი (1971, 1998, 2000 და 2001 წლებში დაბადებული).
აიძულებდნენ ბავშვებს მათხოვრობას დავაჭრობას ბათუმისა და თბილისის ქუჩებში, მიღებულ შემოსავალს კი ართმევდნენ. ბავშვებზე ხშირად ძალადობდნენ და სჯიდნენ.
ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვიდეოში - ჩვეულებრივი დღე ბათუმში, სადაც ზაფხულში ქუჩებსა და ბულვარებში არასრულწლოვანი მათხოვრების რიცხვი რამდენჯერმე იზრდება. ისინი აგრესიულად ავიწროებენ გამვლელებს, იპარავენ საფულეებს, ტელეფონებსა და სხვა ნივთებს.