Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველოს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება ქვეყნის საგ | nlevshitskartuli

საქართველოს შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლაში დაადანაშაულა.
ერთობლივ მიმართვაში ისინი საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე წერენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოკრატიულად შევცვალოთ ეს რეჟიმი, რათა დავიცვათ საქართველო საერთაშორისო იზოლაციისგან და რუსეთის ხელყოფისაგან თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტზე, რათა ისტორიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შეუქცევად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზას.
საქართველოს ხელისუფლება იტყუება, რომ პუტინის რეჟიმთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირების გასაძლიერებლად. ფაქტია, რომ „რუსული ოცნება“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლისა და რუსული ავტორიტარიზმის დამკვიდრების ფინალურ ეტაპზე დგას. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა თქვას ერთად და ხმამაღლა: არა მტერთან თანამშრომლობას, არა რუსეთის ხელისუფლებას, ერთად ევროპისკენ!
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო საქართველოსთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი - მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; "ელენე ხოშტარია - დროა"; "კანონი და სამართალი". (53 დეპუტატი 150-დან).