Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგი - სტრასბუ | nlevshitskartuli

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგი - სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ევროპულ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა.
„დღეს გამოქვეყნდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება პირველივე დღიდან იყო სწორი და ადამიანის უფლებათა უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება“.