Получи случайную криптовалюту за регистрацию!

თბილისის ცენტრალურ უბნებში წყალი ერთი დღით გაითიშება. წყალმომ | nlevshitskartuli

თბილისის ცენტრალურ უბნებში წყალი ერთი დღით გაითიშება.
წყალმომარაგების კომპანია GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალურ 5 უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
წყლის გარეშე დარჩება მთაწმინდის რაიონის დიდი ნაწილი, ასევე კრწანისის, ვაკის, საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონები. უწყლობაა ორთაჭალასა და წერეთლის გამზირის მიდამოებშიც.
გათიშვა დაიწყება 11 მაისს 12:00 საათზე, წყლის მიწოდება კი 12 მაისს 12:00 საათისთვის აღდგება.
ქუჩების სია ბმულზე.