Получи случайную криптовалюту за регистрацию!

სოხუმის მიერ ღალატში ბრალდებულმა აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ | nlevshitskartuli

სოხუმის მიერ ღალატში ბრალდებულმა აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ თბილისში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
ის დედაქალაქის რუსთაველის გამზირზე გამოვიდა პლაკატით „მე ვარ აფხაზი. თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ - ჩამეხუტე“. ვიდეოს გადაღების დროს მას ასობით სხვადასხვა სქესის და ასაკის ადამიანი ჩაეხუტა, ბევრმა მადლობა გადაუხადა ასეთი ქმედებისთვის.
მანამდე მის წინააღმდეგ აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამშობლო ღალატის“ მუხლით და დაუსწრებლად აღიარეს ფსიქიურად დაავადებულად.
2022 წლის დეკემბერში დაურმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ემოციური ვიდეო გადაიღო.