Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველოს თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობ | nlevshitskartuli

საქართველოს თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.
CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% ამბობს, რომ უახლოეს 12 თვეში სამუშაოდ საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავს.
გამოკითხულთა 16%-ს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად მუშაობს საზღვარგარეთ და რეგულარულად უგზავნის ფულს ოჯახს. 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს პასუხი იყო 12%.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც ცუდს.
ერთი წლის წინ საკონსულტაციო კომპანია PMCG-მ განაცხადა, რომ 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში მყოფთა საერთო რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და შეადგინა 861 000 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია.