Получи случайную криптовалюту за регистрацию!

საქართველო ზრდის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუს | nlevshitskartuli

საქართველო ზრდის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე.
2023 წლის პირველ კვარტალში,საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა 667 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ (მესამე ადგილზეა ჩინეთი).
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 61%-ით გაიზარდა (177 მლნ დოლარამდე):
ფეროშენადნობები $45 მილიონი (+41%)
ყურძნის ნატურალური ღვინოები $38 მილიონი (+52%)
მანქანები $22M (+9500%)
მინერალური და მტკნარი წყალი $16 მილიონი (+14%)
ალკოჰოლური სასმელები $13M (+160%)
რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 79%-ით (490 მილიონ დოლარამდე) გაიზარდა.
ნავთობი და ნავთობპროდუქტები $168 მილიონი (+273%) - ნავთობის მთელი იმპორტის 67%.
ბუნებრივი აირი $75 მილიონი (+114%)
ხორბლის ფქვილი $13 მილიონი (+30%) - მთელი ფქვილის იმპორტის 98%.
ხორბალი $12 მილიონი (+33%) - ხორბლის მთელი იმპორტის 99%.
ქვანახშირი $12 მილიონი (+2300%)