Получи случайную криптовалюту за регистрацию!

ქართულ ბანკებს შორის გადარიცხვები შეიძლება განხორციელდეს სულ რ | nlevshitskartuli

ქართულ ბანკებს შორის გადარიცხვები შეიძლება განხორციელდეს სულ რაღაც 10 წამში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა ტენდერი სწრაფი გადახდის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს შორის თანხის თითქმის მყისიერ გადარიცხვას ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირას და უქმე დღეებშიც კი!
პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი ევროა და ის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი ევროდან დაიფარება.
სისტემის შემუშავებას და დანერგვას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. მოცემულ მომენტში ადგილობრივ ბანკებს შორის გადარიცხვების საკომისიო 1-2 ლარს შეადგენს, თანხის ჩარიცხვის დრო კი დამოკიდებულია კვირის დღეებზე.